5/5
მარტო არა ხარ…
„ნუ დაღონდები… არსებობს მხარე,
სად თანაგრძნობაც არსებობს შენთვის,
იქ დაუდეგარ, მეოცნებე სულს –
ბინა ექნება მუდამ, ყოველთვის.
იქ მაღლდებოდა პეტრარკას სული,
იქ მუსიკობდა თვით დანტეს ქნარი,
ღელვამ შელლისა და ბაირონის
მხოლოდ იქ ჰპოვა ნავთსაყუდარი.
იქ რუსთაველის დატრიალებდა
შემოქმედების დიდი ნადიმი
და იქ რეკავდა უცნაურ გრძნებით
ბარათაშვილის მწუხარე სიმი.
ვაი მას, ვისაც მარტოობის ჟამს
ვერა რა შველის, ვერა რა იხსნის,
შენ კი, მძლეველო, მარტო არა ხარ,
და თვით წამებაც შენვე ღმერთად გქმნის.“
₾39.00 – ₾49.00
- თბილისი – 3 სამუშაო დღე
- რეგიონები- 7 სამუშაო დღე
- თბილისში – 5 ₾
- რეგიონებში – 8₾